Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ერაყის ჯარმა ისლამური სახელმწიფოსგან მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო
ambebi.ge
19 February 2017, 14:22
ერაყის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო. ინფორმაცია ამის შსახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ გაავრცელა.

"ჩვენი შეიარაღებული ძალები მოსახლეობის დაეშის ტერორისგან გათავისუფლებას იწყებენ", - განაცხადა ალ-აბადიმ სატელევიზიო მიმართვაში.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ერაყის სახელისუფლებო ძალებმა მოსულის ექსტრემისტების მიერ კონტროლირებადი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დასავლეთ ნაწილი ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით ტერორისტული დაჯგუფება "ილამური სახელმწიფოს" პოზიციებს ჰაერიდან ბომბავს.

სპეცოპერაციის დაწყებამდე გაერომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერაყის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ბლოკადაში მოქცეული მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა იყოს.

მოსული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ერაყის მეორე ქალაქია და ექსტრემისტების უკანასკნელი დასაყრდენი ამ ქვეყანაში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი